კავკასიის უნივერსიტეტი, ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლასთან (www.ELGS.eu, Rome, Italy) თანამშრომლობით აცხადებს სტუდენტთა შერჩევას ევროპულ საზაფხულო აკადემიაში (ბრიუსელი,ბელგია) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2-9 აგვისტოს, 2026.
პროგრამა წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შექმნილ ინტენსიურ, აკადემიურ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს, რომელიც ეძღვნება ევროკავშირის ინსტიტუტებს, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ევროკავშირის სასამართლო სისტემას, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს შორის სამართლებრივი და ინსრტიტუციონალური უფლებამოსილების გამიჯვნას და სხვა. პროგრამა ხორციელდება ბრიუსელში და მოიცავს როგორც ლექციებსა და სემინარებს, ასევე სასწავლო ვიზიტებს ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებში.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
- ევროკავშირის ინსტიტუციური სტრუქტურისა და მმართველობის მოდელების გაცნობა;
- ევროკავშირის საკანონმდებლო პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გაცნობა;
- სიმულაციურ სავარჯიშოებში (EU Decision-Making Simulation)მონაწილეობა;
- ვიზიტები ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოში;
- ჩართულობა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.
პროგრამის სრული ღირებულებაა 2200 ევრო, რაც მოიცავს:
- ორმხრივ ავიაბილეთებს;
- ტრანსფერებს;
- 6 ღამეს სასტუმროში განთავსებას;
- სრულ კვებას;
- ადგილობრივ ტრანსპორტს;
- სასწავლო ვიზიტებსა და პროგრამულ აქტივობებს;
- სერტიფიკატს.
პროგრამის საინსტრუქციო ენა ინგლისური/ქართული. საზაფხულო აკადემიის ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად გაემგზავრება ბრიუსელში და პროგრამის მსვლელობას სრულად გაუწევს კოორდინირებას.
მონაწილეობის წინაპირობები:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- აქტიური სტუდენტის სტატუსი (A2 ოთახი)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- CV (ინგლისურ ენაზე);
- საქართველოს მოქალაქის საერთაშორისო პასპორტი.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2026 წლის 30 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge. გთხოვთ, განაცხადის გაკეთებისას ელ-ფოსთის სათაურის ველში მიუთითოთ ,,CU European Summer Academy 2026’’.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ელ-ფოსტით: ir@cu.edu.ge ან გვეწვიოთ აუდიტორიაში B25.
CU ევროპული საზაფხულო აკადემია უნიკალური შესაძლებლობაა ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობის უშუალოდ გაცნობისა და საერთაშორისო აკადემიურ გარემოში პროფესიული განვითარებისათვის.
გისურვებთ წარმატებას!
