კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორის თემურ ხუციშვილის წიგნი

11 July 2025

გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოიცა კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორის თემურ ხუციშვილის პიესების კრებული „მარადიული წუთისოფელი“.

 

კაცობრიობისთვის მარადიული საფიქრალით გაჯერებულ ამ ტექსტებში კლასიკური ლიტერატურის ტრადიციებისადმი პატივისცემასთან ერთად, თანამედროვე ქართულ რეალობასთან მჭიდრო კავშირიც იგრძნობა.

 

პიესა „სიცოცხლის ბოლო ასი წელი“ – ერთგვარი ადაპტაციაა ერიკ ემანუელ შმიტის ცნობილი ნაწარმოებისა „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“. 

 

„მზის ფერებში“ ასახულია იმ ადამიანების ყოფა, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლისაც კი რცხვენიათ.

„ექსკურსია“ მეტაფორებით სავსე პიესაა, ერთგვარი სპექტაკლი სპექტაკლში.

 

„მარადიული წუთისოფელი“  XIX საუკუნის მიწურულს დაბადებული სამი დიდი შემოქმედის – რილკეს, პასტერნაკისა და ცვეტაევას მიმოწერაზე, ლიტერატურულ ტექსტებსა და მათი ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ მასალაზეა დაფუძნებული.  

 

წიგნი ხელმისაწვდომია როგორც ბიბლუსის ქსელში, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“.

 

სექტემბერში დაგეგმილია ავტორთან შეხვედრა.

 

წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.