კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი ბავშვის უფლებათა ევროპული აკადემიური ქსელის (CREAN) წევრი გახდა

22 June 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებითა და ძალისხმევით კავკასიის უნივერსიტეტი ოფიციალურად გახდა ბავშვის უფლებათა ევროპული აკადემიური ქსელის - Children's Rights European Academic Network – CREAN  სრულუფლებიანი წევრი.

 

CREAN წარმოადგენს ბავშვის უფლებების სფეროში მომუშავე წამყვან და ყველაზე გავლენიან ევროპულ აკადემიურ პლატფორმას, რომლის მიზანია ბავშვის უფლებების შესახებ სამეცნიერო კვლევებისა და განათლების ხელშეწყობა. სამართლებრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში CREAN აქტიურად თანამშრომლობს გაეროს და ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროპის საბჭოსთან და ბავშვის უფლებების სფეროში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

CREAN აერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და აკადემიურ ინსტიტუციებს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს:

 

  • ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ერთობლივი ევროპული კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას;
  • სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელშეწყობას, საერთაშორისო საზაფხულო სკოლებისა და კონფერენციების ორგანიზებას;
  • აკადემიურ წრეებსა და პრაქტიკოს სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემების დასანერგად.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის გაწევრიანება ამ ავტორიტეტულ ქსელში ცენტრის მიერ 2023 წლიდან დღემდე განხორციელებული მრავალფეროვანი კვლევითი, საგამანათლებლო და საერთაშორისო აქტივობების აღიარებაა. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია კავკასიის სამართლის სკოლის ინტერნაციონალიზაციისა და ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტების გაძლიერების გზაზე. CREAN-თან პარტნიორობა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უხსნის ახალ შესაძლებლობებს ევროპულ დონეზე ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში, გრანტებსა და საერთაშორისო კვლევებში ჩასართავად.