კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისთვის თბილისის ტური გაიმართა.
ტური მიზნად ისახავდა საერთაშორისო სტუდენტებისთვის საქართველოს კულტურის გაცნობასა და თბილისის ყველაზე პოპულარული და ისტორიული ადგილების ჩვენებას.
სტუდენტებმა მოირგეს ქართული ტრადიციული ტანისამოსი და უკეთ გაიცნეს ქართული ტრადიციები.
ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს:
- ანჩისხატის ტაძარი
- სიონის ტაძარი
- გაბრიაძეს თეატრი
- ქართული იარაღის მუზეუმი