კონკურსი საჯარო მმართველობის თანამედროვე ელექტრონული ქართულენოვანი პუბლიკაციების შესაქმნელად

5 July 2024

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საჯარო მმართველობის თანამედროვე ელექტრონული ქართულენოვანი პუბლიკაციების შესაქმნელად.

 

კონკურსი ცხადდება USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის საგრანტო განაცხადის გამარჯვებული პროექტის: „საჯარო მმართველობის პროგრამების გაძლიერება კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში“ ფარგლებში.

 

პროექტის ფარგლებში შემუშავდება შვიდი ელექტრონული აკადემიური პუბლიკაცია (ე. წ. გაფართოებული სილაბუსი),  რაც გააძლიერებს საქართველოს საჯარო მმართველობის სტრატეგიული მიმართულებების სწავლებას საქართველოში.

 

ავტორთა კონკურსი ცხადდება შვიდი თემატიკის პუბლიკაციის შესაქმნელად:

 

  1. საჯარომმართველობა: თეორია და მოდელები;
  2. პოლიტიკისდაგეგმვა და კოორდინაცია;
  3. ანტიკორუფციული მექანიზმები საჯარო სექტორში, ანგარიშვალდებულება და

       ეთიკა;

  1. საჯაროსერვისების მართვა;
  2. საჯაროფინანსების მართვა;
  3. ციფრული მმართველობა;
  4. საჯარო მმართველობის კვლევისმეთოდები.

 

თითოეული სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს თემატიკის შესაბამისი სალექციო კურსის 12 თემას. თითოეულმა ელექტრონულმა პუბლიკაციამ უნდა მიმოიხილოს შერჩეული თემატიკის შესაბამისი საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების სფეროს საერთაშორისოდ აღიარებული ავტორების ლიტერატურა (წიგნები და სტატიები), გამოკვეთოს თემატიკასთან დაკავშირებული თანამედროვე საკვანძო კონცეფციები, მოდელები და თეორიები, მოახდინოს საერთაშორისო აკადემიური ლიტერატურის ადაპტირება საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების ლოკალური კონტექსტისთვის.   

  

ავტორისადმი წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • დოქტორის ხარისხი საჯარო მმართველობის ან სოციალური მეცნიერების მომიჯნავე დარგში ან მაგისტრის ხარისხი და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • განაცხადისთვის შერჩეულ თემატიკასთან დაკავშირებული კურსების სწავლების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • შერჩეულ თემატიკასთან დაკავშირებული პუბლიკაციები;
  • ელექტრონული სახელმძღვანელოს 12 თემის ჩამონათვალი და თემასთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია.

 

საბუთების წარმოდგენის ვადა:  15 ივლისი.

 

გთხოვთ, მოთხოვნილი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შვიდი თემატიკიდან ერთ-ერთის შესაბამისი 12 სალექციო თემა და თითოეულ თემასთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია, რომელსაც დაეყრდნობა ელექტრონული პუბლიკაცია  გამოგზავნოთ  ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: epap@cu.edu.ge.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

 

პირველი ეტაპი: საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტაციის გადარჩევა; შერჩეული კანდიდატების ინფორმირება (19 ივლისი).

მეორე ეტაპი: გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან: 22-25 ივლისი.

 

ვადები:

 

  • სრული სამუშაო ვერსიის წარმოდგენა: 15 ოქტომბერი (უკუკავშირი პროექტის გუნდისგან).
  • საბოლოო ვერსიის წარმოდგენა: 15 დეკემბერი
  • შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება დეკემბრის ჩათვლით.

 

ელექტრონული სახელმძღვანელოს ტექნიკური და აკადემიური მოთხოვნები:

 

  • ელექტრონული სახელმძღვანელო (12 სალექციო თემა, თითოეული მინ. 10 გვერდი, ერთმაგი დაშორება, შრიფტი Sylfaen, ზომა 12, ნორმალური ველები);
  • სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტებს. თითოეულ სალექციო თემას უნდა ჰქონდეს გამოყენებული ლიტერატურის სქოლიო და ბიბლიოგრაფია;
  • დიაგრამები, ცხრილები, სურათები/ვიზუალური მასალა  უნდა იქნას დამოწმებული საავტორო უფლებების სრული დაცვით, წყაროების მითითებით.

 

პროექტის პარტნიორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით.