მედიის სკოლის სასკოლო კონფერენცია

27 May 2026

25 მაისს, ჩატარდა მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება სტუდენტების აკადემიური-კვლევითი უნარების განვითარებასა და პროფესიული სპეციალიზაციის ხელშეწყობას. კონფერენციის მიზანია მედიის სკოლის აქტუალური მიმართულებების გაშუქება და სტუდენტების წახალისება, ჩაერთონ აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, რომლებმაც წარმოადგინეს კვლევები თანამედროვე მედიის, კომუნიკაციისა და პიარის სფეროში. სტუდენტების ნამუშევრები გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით, კვლევის სიღრმითა და პრაქტიკული მნიშვნელობით.

 

კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ:

 

პირველი ადგილი -   სონია ანასტასია ჰულსტი, ლიზი ჩიხლაძე - PR (პიარისა) და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა

  • თემა: ხელოვნური ინტელექტის გავლენა ციფრულ მარკეტინგსა და მომხმარებელთა აღქმაზე.

მეორე ადგილი – ელენე აბრამია, თინათინ ნოზაძე - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა

  • თემა: რეგულაციების გავლენა ონლაინმედიის საქმიანობაზე.

მესამე ადგილი - ანა ქიმერიძე, თეკლე დურგლიშვილი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა

  • თემა: ციფრული ეპოქის მანიპულაცია: ხელოვნური ინტელექტის როლი დეზინფორმაციის გავრცელებაში.

 

მადლობას ვუხდით კონფერენციაში მონაწილეობისთვის ბარბარე გაბუნიასა და ნატა მახარაშვილს - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, მათი თემის სათაური იყო - "სოციალური მედიის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების სტრატეგიები."

 

კონფერენცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მედიის სკოლის წვლილს მაღალი აკადემიური სტანდარტების განვითარებაში და ასახავს სტუდენტების მზარდ ჩართულობას თანამედროვე მედიის კრიტიკულ ანალიზში.