5 ივნისს, კავკასიის არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია ეძღვნება სტუდენტების აკადემიურ-კვლევითი უნარების განვითარებასა და პროფესიული სპეციალიზაციის ხელშეწყობას. მისი მიზანია არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის აქტუალური მიმართულებების გაშუქება და სტუდენტების მოტივირება, ჩაერთონ აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
კონფერენციის გამარჯვებული გახდა:
პირველი ადგილი – ანასტასია ფრანჩუკი, გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტი
- თემა: ჰიპნოზი ქმნის ხელოვნების განსხვავებულ სფეროს, რომელსაც უნიკალური გავლენა აქვს მასზე.
ნაშრომი ეძღვნება ჰიპნოზის როლს ხელოვნებაში — როგორც ფსიქოლოგიური პროცესის, ასევე კრეატიული ინსტრუმენტის — და მის უნიკალურ გავლენას ადამიანის ქვეცნობიერის გამოხატვაზე, თუ როგორ გარდაქმნის ჰიპნოზი ხელოვნების პროცესს, შინაარსს და ზემოქმედებას მაყურებელზე, უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე.