გამოქვეყნდა კავკასიის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის ახალი პუბლიკაცია -„რუსული უცხოური კაპიტალი და მისი გავლენა ქართული კომპანიების ESG მდგრადობაზე“.
კვლევა გამოქვეყნდა მოწინავე საერთაშორისო ბრიტანულ ჟურნალში Journal of Accounting in Emerging Economies (Emerald, Scopus Q1).
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოური კაპიტალი კონცენტრირებულია სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, და როდესაც აქტივების კონტროლის გეოპოლიტიკური მიზნები დომინირებს საბაზრო მიზნებზე, კორპორატიული გამჭვირვალობა და მდგრადობის ანგარიშგება მცირდება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მდგრადობის სოციალურ და მმართველობით განზომილებებში. აღნიშნული ეფექტი ფიქსირდება მხოლოდ რუსული კაპიტალის შემთხვევაში და არ ვრცელდება სხვა უცხოურ ინვესტიციებზე.
ვრცლად: https://shorturl.at/CbgLA
