CSL-ის სტუდენტები თბილისის ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში

28 April 2026

28 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ ლევან დარბაიძესთან ერთად, თბილისის ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას ესტუმრნენ.

 

დაწესებულების ხელმძღვანელმა - ინდირა რობაქიძემ, სტუდენტებს ადგილზე გააცნო ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების ცენტრის საქმიანობა და ბავშვზე მორგებული გარემო, სადაც ხდება მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვების გამოკითხვა. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს ინტეგრირებული სივრცეები, სადაც ხორციელდება ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სამედიცინო მომსახურება, ექსპერტიზის ჩატარება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

 

შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს პასუხი ყველა დასმულ შეკითხვაზე. ბავშვის უფლებათა ცენტრთან ერთად დაიგეგმა მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელება.