ლოგიკური თამაშების ლიგის საბოლოო შედეგები

24 February 2018

17 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ლოგიკური თამაშების ლიგა. 

 

კონკურსის საბოლოო შედეგები ასეთია:

 
მონაწილობა მიიღო 59-მა გუნდმა. საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
 
 
I - Gucci Gang - 35 ქულა
II - ანანასი - 30 ქულა
III - Three some - 29 ქულა
 
 
I ადგილზე გასული გუნდის წევრებს გადაეცემათ 5000 - 5000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები.
II ადგილზე გასული გუნდის  წევრებს გადაეცემათ 3000 - 3000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები. 
III ადგილზე გასული გუნდის წევრებს  გადაეცემათ 2000 - 2000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები.  
IV-X ადგილოსნებს გადაეცემათ ათეულში გასული გუნდის სერტიფიკატები.

 

მიღებული სასწავლო ვაუჩერი დააფინანსებს კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ 2018 ან 2019 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს.