კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი - ზურა ქევანიშვილი ევროპაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების - DeepSec-ის ძირითადი მომხსენებელი იყო.
ღონისძიება ყოველწლიურად ვენაში, ავსტრიაში ტარდება და აერთიანებს ამ სფეროში ოპერირებად კომპანიებსა და უსაფრთხოების სპეციალისტებს.
კონფერენციაზე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა და ბიზნეს ოპერატორებმა ისაუბრეს კიბერ დომეინში არსებულ სიახლეებზე, პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე.
DeepSec2024 ზე საქართველოდან ორი წარმომადგენელი შეარჩიეს ძირითად მომხსენებლად, ორივე მომხსენებელი კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის წარმომადგენელია:
- მაქსიმ იავიჩი - კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, SCSA ს პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წელია, უწყვეტად, პროფესორი მაქსიმ იავიჩი DeepSec ის ძირითადი მომხსენებელია. DeepSec2024 ზე ისაუბრა: AI Based Attack on Post Quantum Standard “CRYSTALS Kyber”;
- ზურა ქევანიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი-DeepSec2024 ზე ისაუბრა: „Cheating Detection in Chess using Neural Network“.