CU-ის კალათბურთის ჩემპიონატი დაიწყო

16 May 2025

15 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატი დაიწყო, რომელსაც საკალათბურთო კლუბ აკადემიის დარბაზი მასპინძლობს.

 

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატი 2025-ის საფინალო შეხვედრა 19 მაისს ჩატარდება, სადაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.

 

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა CU-ის კალათბურთის ჩემპიონატის 2025-ის გარდამავალი თასი. ასევე, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცემათ ფულადი პრიზები.

 

ჩემპიონატის სპონსორები არიან: Sandora, Redbull და ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი - Babe, რომელიც ექსკლუზიურად წარმომადგენელია ავერსის სააფთიაქო ქსელში".