CyberEdu-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა

25 August 2025

კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე ჩატარდა CyberEdu-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა. რომელიც წარმატებით ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების 13-მა სტუდენტმა.

 

სასერტიფიკატო გამოცდა შედგებოდა ორი ეტაპისგან — თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან, რომელიც ჩატარდა სპეციალურ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა - CyberEdu-ზე. სტუდენტებმა თავიანთი კომპეტენცია დაამტკიცეს ეთიკურ ჰაკინგში, ვებ-შეღწევადობის ტესტირების მიმართულებით.

 

საგამოცდო პროცესს ხელმძღვანელობდა კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის მთავარი სპეციალისტი - გიორგი ახალაია.

 

კავკასიის უნივერსიტეტი და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია — SCSA წარმოადგენს BIT SENTINEL-ის ექსკლუზიურ პარტნიორს რეგიონში. თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლასა და ასოციაციაში დანერგილია ეთიკური ჰაკინგის მიმართულების საგნები. ასევე, კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრი SCSA-სთან ერთად რეგულარულად სთავაზობს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის დაინტერესებულ პირებს ჰაკათონებს, ოლიმპიადებსა და კონფერენციებს.