მედიის სკოლის დეკანი ბელგრადში გამართულ კონფერენციაზე

8 September 2025
კავკასიის მედიის სკოლის დეკანი, ნინო ჟიჟილაშვილი ბელგრადში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი გამოსვლა ეხებოდა ტრადიციული მედიის როლსა და გავლენას თანამედროვე პოლიტიკაში.
 
 
საუბარი შეეხო მედიის მდგომარეობას საქართველოში. აუდიტორია დაინტერესდა ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებითა და მედიის მდგომარეობით ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და დამოკიდებულებების პირობებში.
 
 
კონფერენციის ორგანიზატორი იყო კორნად ადენაურის ფონდის პოლიტიკური კომუნიკაციის აკადემია.