CSB-ის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნინო ბერიშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

4 July 2024

4 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ნინო ბერიშვილის სადისერტაციო ნაშრომის -  „Exploring the Dynamics of Emotional Intelligence, Trust, and Leadership in Team Performance and Project Success: A Comprehensive Analysis: Case of Georgian NGOs“  საჯარო დაცვა გაიმართა.

 

დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი- როია ანვარი.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • როია ანვარი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი;
  • მაკა ბუღულაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, შავი
  • ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი.

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ბუღულაშვილმა.