მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის - ანა ლეკვეიშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

1 July 2026

1 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ანა ლეკვეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის - "Individual Cultural Values and Expectations for Transformational and Transactional Leadership: A Cross-Cultural Study“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი- ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი) საჯარო დაცვა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ლილი ბიბილაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით,  ანა ლეკვეიშვილმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.