5 მაისს, მასპინძლობის მენეჯმენტის სტუდენტები იმყოფებოდნენ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, სადაც შეხვდნენ დაცული ტერიტორიების დირექტორს გიორგი სულამანიძეს. იგი ესაუბრა სტუდენტებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ და გააცნო მისი მართვის სპეციფიკა, იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ეკოტურისტული სერვისები.
შეხვედრის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი და გასცნობოდნენ დაცულ ტერიტორიას.
ბოლოს, სტუდენტებმა მოინახულეს საგანამანთლებლო ბილიკი რეინჯერთან ერთად, ადგილზე შეისწავლეს როგორ ხდება დაცულ ბილიკის დაგეგმვა.
