საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

5 December 2025

5 დეკემბერს, CU-ში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა თამთა ბუთხუზმა. 

 

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

შეხვედრის დასასრულს, ტრადიციულად, კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებმა მონაწილეებს კამპუს ტური ჩაუტარეს. დაათვალიერებინეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.

 

შემდეგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 12 დეკემბერს 16:00 საათზე. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.