საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: გახდი ფსიქოლოგი

7 May 2026

5 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ გამართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ფსიქოლოგიით დაინტერსებულ აბიტურიენტებთან.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:

 

  • რატომ ვგრძნობთ, ვფიქრობთ და ვიქცევით განსხვავებულად?
  • როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა გავლენას ახდენს ქცევაზე;
  • „მითები vs რეალობა“ — რას აკეთებს სინამდვილეში ფსიქოლოგი;
  • როგორ ისწავლება ფსიქოლოგია კავკასიის უნივერსიტეტში;
  • რა კარიერული შესაძლებლობები აქვს ფსიქოლოგიას.

 

ასევე, აბიტურიენტებმა საკუთარი თავი გამოსცადეს ფსიქოლოგის როლში.

 

შეხვედრა ჩაატარა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების აკადემიურმა ხელმძღვანელმა, ნეიროფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა.