მაფიის ღამე

18 December 2025

17 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის და სამაგიდო თამაშების კლუბის „C&D“ ორგანიზებით, გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის „მაფიის ღამე“.

 

ტურნირი გახსნა სამაგიდო თამაშების კლუბის ხელმძღვანელმა გივი მაჭავარიანმა.

 

ჩატარდა 11 თამაში, რომელთა წამყვანები იყვნენ “Board Games Corner”-ის, „უბანზე გეიმინგ“-ის და სამაგიდო თამაშების კლუბის წარმომადგენლები.

 

თითოეულ თამაშში სტუდენტებმა გამოავლინეს საუკეთესო მოთამაშე (MVP), რომლებიც ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდნენ.

 

ფინალში გამოვლინდა სამი საუკეთესო მოთამაშე:

 

  • 1 ადგილი- გიორგი მარანელი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST);
  • მე-2 ადგილი- მარიამ რამიშვილი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB);
  • მე-3 ადგილი- ირაკლი სიხარულიძე, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB);

 

ტურნირის სპონსორები იყვნენ: Board Games Corner”და „უბანზე გეიმინგ“.

 

თითოეულ გამარჯვებულ მოთამაშეს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცა ბრენდირებული საჩუქრები, „უბანზე გეიმინგ“-სგან კი 12 კაციანი „მაფიის“ ვაუჩერი, პირველ ადგილოსანს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცა „მაფიის ღამის“ ჯილდო, ხოლო “Board Games Corner”-სგან- 100 ლარიანი ვაუჩერი.