CSM-ის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

4 July 2025

2025 წლის 3-4 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში, სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

 

სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები თანამედროვე და პრაქტიკულად მნიშვნელოვან თემებზე, რომელთა მიზანს წარმოადგენს სტრატეგიული კომუნიკაციისა და მარკეტინგის სფეროში არსებული გამოწვევებისა და ინოვაციური მიდგომების ანალიზი. ნაშრომების თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

 

  • ნეირომარკეტინგული სტრატეგიების, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის ინოვაციური ინსტრუმენტის, გავლენის ანალიზი იმპულსური შეძენის სტიმულირებაზე საქართველოს 18-40 წლის ასაკობრივი ჯგუფის ფარგლებში;

  • ბრენდის რეპუტაციის აღდგენის სტრატეგიები: ანტიკრიზისული პიარის როლი და სტრატეგიული კომუნიკაციის მექანიზმები მომხმარებელთა ნდობის აღდგენის პროცესში (ქართული კომპანიების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე);

  • სოციალური მედიის ალგორითმების და ფსიქოლოგიური სტრატეგიების გავლენა მომხმარებელთა ქცევასა და მარკეტინგულ გადაწყვეტილებებზე.

 

ნაშრომებმა წარმოაჩინა სტუდენტების პროფესიული ხედვა, კვლევითი უნარები და თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდების ღრმა გააზრება. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის როლს ქვეყნის განათლების სისტემაში, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების მნიშვნელოვან ცენტრს."