6 დეკემბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი თემაზე ფსიქოლოგიური კონსულტირების სქემა ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების (NLP) ტექნიკების გამოყენებით.
მასტერკლასს უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს NLP სკოლის ტრენერი, ირინე ტაბუციძე. მასტერკლასი მოიცავდა ფსიქოლოგიური კონსულტირების ეტაპებს, კონსულტირების ზოგად სქემებს, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების მოდელს და კონსულტანტის მუშაობის ეთიკურ საფუძვლებს.
