27 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია.
საჯარო ლექციას ინტერაქციული შეხვედრის ფორმატში წარუძღვა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ხელმძღვანელი - ინდირა რობაქიძე.
შეხვედრა გაიამართა კითხვა პასუხის ფორმატში.
