ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან

10 July 2025

9 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.

 

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს ბატონმა კობამ გააცნო სამსახურის საქმიანობა, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, სამომავლო გეგმები და ამოცანები.

 

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.