საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი“ 2026 შემოდგომის სემესტრის ფინალი

27 October 2026

26 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, ჩატარდა საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი” 2026 შემოდგომის სემესტრის ფინალი.

 

საფინალო შეხვედრა გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ქეინის უნივერსიტეტის პროვოსტმა და აკადემიურ საკითებში უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა - დევიდ ბერდსელმა, Ph.D, უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა სტუდენტური გამოცდილების მიმართულებით - ქეით გალაჰერმა და  გიორგი ნიშნიანიძის მამამ - მამუკა ნიშნიანიძემ.

 

ტურნირი ეძღვნება გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) ხსოვნას და ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების მონაწილეობით.

 

  • ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდი „BLAUGRANA”
  • მეორე ადგილი დაიკავა შერეულმა გუნდმა “PATCHKORA”
  • მესამე ადგილი დაიკავა შერეულმა გუნდმა „რაბონა“

  

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ 1000, 750 და 500 ლარიანი ვაუჩერები. 

 

ფინალურ შეხვედრაზე გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე - შოთა კუპრავა (შერეული გუნდი PATCHKORA).  ასევე, გამოვლინდა საუკეთესო მეკარე - ალექსანდრე ჯულუხიძე (CSB BLAUGRANA), რომლებსაც ჩემპიონატის სპონსორი, ქართული ბრენდი „ჯერარასდროს“ -გან გადაეცათ საჩუქრები.

 

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა გარდამავალი თასი.

 

თამაშებს უძღვებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეული მსაჯები.

 

ჩემპიონატის სპონსორები იყვნენ: Sandora Georgia, Coca-Cola Bottlers Georgia, Red Bull, ქართული ბრენდი „ჯერარასდროს“.