10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში "ლიბრარეა", გაიმართა ილიას უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი გვალიას წიგნის პრეზენტაცია - "ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები".
წიგნი მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში (2023-2026)“ - ფარგლებში.
ავტორმა ისაუბრა ევროკავშირის, როგორც გლობალური აქტორის როლის, შესაძლებლობების და შეზღუდვების შესახებ. აუდიტორიის წინაშე მან მიმოიხილა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც წიგნში დეტალურად არის წარმოდგენილი: როგორი ტიპის საერთაშორისო აქტორია ევროკავშირი? რა ინსტრუმენტებით ახორციელებს იგი საგარეო გავლენას? რამდენად ავტონომიურია მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა? რით აიხსნება მისი ეფექტიანობა გარკვეულ სფეროებში და რა განაპირობებს მის შეზღუდვებს სხვა მიმართულებებით? როგორ აისახება აღნიშნული დინამიკა კონკრეტულ რეგიონულ კონტექსტებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში?
პრეზენტაციის ბოლოს დაისვა კითხვები და გაიმართა საინტერესო დისკუსია.
