31 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ფილოლოგის, პუბლიცისტისა და მთარგმნელის, ოქტაი ქაზუმოვის მონაწილეობით წიგნის „ანგელოზთა საკითხავი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ოქტაი ქაზუმოვმა ქართველი მწერლის, გაბრიელ ტანიეს ნაწარმოები აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა და ამით აზერბაიჯანულენოვან მკითხველს მისი გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
შეხვედრა ძირითადად აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტებისა და სტუმრებისთვის იყო ორგანიზებული. პრეზენტაციის ფარგლებში, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია წიგნის შინაარსის, ძირითადი იდეებისა და ავტორის შემოქმედებითი ხედვის შესახებ.
პრეზენტაციას მოჰყვა დისკუსია. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ მთარგმნელთან ერთად განეხილათ ნაწარმოების მნიშვნელოვანი საკითხები და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.
