CSL-ის პროფესორი Kazimierz Wielki University-ის უნივერსიტეტში, პოლონეთი

27 April 2026
კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი, დოქტორი ირაკლი შამათავა Erasmus+ Teaching Mobility პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში, 20-24 აპრილს, Kazimierz Wielki University-ის სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტს ეწვია, სადაც ჩაატარა ლექციები თემაზე: “General Overview of the Functions of the Notarial System in Europe (Comparative Analysis)”.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონელ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დოქტორმა ირაკლი შამათავამ გააცნო ქართული სანოტარო სისტემა, მისი განვითარების ეტაპები პოსტსაბჭოთა პერიოდიდან დღემდე და შედარებითი ანალიზის საფუძველზე მიმოიხილა კონტინენტური სამართლის ქვეყნების გამოცდილება და ლათინური ტიპის ნოტარიატის პრაქტიკა.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მზარდ ტენდენციებს, როგორც პოლონეთის, ისე საქართველოს მაგალითზე.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პროფესორი ირაკლი შამათავა ასევე შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებსა და პროფესორსა და დოქტორს, ადამ იაკუშევიჩს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი შამათავამ დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და გაეცნო საბიბლიოთეკო რესურსებს, საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებსა და წიგნად ფონდებს. მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
 
ვიზიტის დასრულების შემდეგ დოქტორ ირაკლი შამათავას გადაეცა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.