მიმდინარე წლის 11-14 მაისს, ესპანეთში, ქალაქ მალაგაში, გაიმართა სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება, კერძოდ, სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის EASO-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია - ECO 2025.
აღნიშნული ასოციაციის სრული დაფინანსებით, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული გახლდათ კავკასიის მედიცინის სკოლის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი - ნათია ქათამაძე.
მოხსენება წარადგინა თემაზე: “პრობიოტიკების როლი სიმსუქნის და ინსულინრეზისტენტობის მკურნალობაში“. თემის წარდგენისას აქცენტი დაისვა ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა ნაწლავის მიკროფლორის ზეგავლენა სიმსუქნის მიმდინარეობაზე. მოხსენება წარმატებით დასრულდა, ვინაიდან, საკმაო დაინტერესება გამოიწვია კონგრესის არაერთი დელეგატის მხრიდან, რაც შემდგომ უკუკავშირში გამოიხატა.