პროფესორ თენგიზ ვერულავას ნაშრომი სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნდა

31 March 2025

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Archives of the Balkan Medical Union“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ თენგიზ ვერულავას ნაშრომი “The patients’ trust in family physicians: Influencing factors and benefits”.

 

სტატიის ბმული.

 

 

ჟურნალი „Archives of the Balkan Medical Union“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

რეზიუმე:

 

საქართველოში პაციენტების მიმართვიანობა ოჯახის ექიმთან შედარებით დაბალია, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მათი დაბალი ნდობა პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიმართ სახელდება.

 

კვლევის მიზანია ოჯახის ექიმისადმი პაციენტების ნდობის შესწავლა და იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც მის ფორმირებაზე გავლენას ახდენენ.

 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნდობაზე გავლენას ახდენს პაციენტის ასაკი, სქესი, განათლების დონე და სერვისებით კმაყოფილება. მაღალი ნდობა პაციენტებს უადვილებს ოჯახის ექიმთან კონსულტაციას, სრულფასოვნად მიაწოდოს მას ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მიჰყვნენ სამედიცინო რჩევებს.

 

პაციენტის ნდობის განმტკიცებას ხელს უწყობს ოჯახის ექიმი, რომელიც გასაგები ენით განმარტავს დაავადების მკურნალობისა და პრევენციის საკითხებს, უზრუნველყოფს უწყვეტ სამედიცინო მომსახურებას და პაციენტის აქტიურ ჩართულობას მკურნალობის პროცესში.