პროფესორ თენგიზ ვერულავას ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

24 June 2026

საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას ნაშრომი: „მეცნიერება იდეოლოგიის ჩარჩოში: პავლოვიანური სესიის გავლენა საბჭოთა ფიზიოლოგიისა და მედიცინის განვითარებაზე“.

 

ჟურნალი „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“ ინდექსირებულია ევროპულ სამეცნიერო ბაზაში ERIH PLUS.

 

სტატიის ბმული.

 

ნაშრომის რეზიუმე:

 

სტატია ეძღვნება 1950 წელს გამართულ ე.წ. „პავლოვიანურ სესიას“ და მის დესტრუქციულ გავლენას საბჭოთა სამედიცინო მეცნიერებაზე. კვლევა ცხადყოფს, რომ აღნიშნული სესია არ წარმოადგენდა მხოლოდ სამეცნიერო დისკუსიას; ეს იყო პოლიტიკურად მართული პროცესი, რომლის მიზანი ი. პ. პავლოვის მოძღვრების იდეოლოგიურად „სწორი“ ინტერპრეტაციის დაკანონება და განსხვავებული სამეცნიერო მიდგომების მარგინალიზაცია იყო.

 

ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია რეპრესიებზე დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ბერიტაშვილის მიმართ. ავტორი აანალიზებს, როგორ გახდა ბერიტაშვილის მეცნიერული პოზიცია, რომელიც ივანე პავლოვის თეორიულ ჩარჩოებს ნეირონული პროცესების ახსნისთვის არასაკმარისად მიიჩნევდა, მისი აკადემიური საქმიანობიდან იძულებითი ჩამოშორების საფუძველი. ეს მაგალითი ნათლად ასახავს საბჭოთა მეცნიერებაში განსხვავებული აზრის ჩახშობისა და იდეოლოგიური დოგმატიზმის პრაქტიკას.

 

ბიბლიოგრაფიული მონაცემები:

 

ვერულავა თ., (2026). მეცნიერება იდეოლოგიის ჩარჩოში: პავლოვიანური სესიის გავლენა საბჭოთა ფიზიოლოგიისა და მედიცინის განვითარებაზე. ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ტ. 15, გვ. 1004-1013.