სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა-საჯარო მმართველობა

20 July 2026

9 -11 ივლისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა  ნაშრომების დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს დაცვის კომისიის წევრების წინაშე.

 

პროგრამების ზეპირი დაცვის კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალით: ემირ ეთერია, აფილირებული პროფესორი; შორენა კახიძე, აფილირებული პროფესორი; გვანცა ბესელია, მოწვეული ლექტორი; გიორგი ბობღიაშვილი, მოწვეული ლექტორი. 

 

საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა

 

დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:

 

  • ნიკოლოზ აზარაშვილი - თანამშრომელთა მოტივაციის სისტემები საჯარო სექტორში და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე;
  • ლიზი პეტრიაშვილი - პოტენციური საჯარო მოხელეების, როგორებიც არიან საჯარო მმართველობის სტუდენტები, დამოკიდებულებები საჯარო სექტორის საქმიანობის შეფასების სისტემის მიმართ;
  • მარიანა კვიციანი - მრავალფეროვნების მართვის პოლიტიკა როგორც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მექანიზმი საქართველოში (დასაქმების ბარიერები და შესაძლებლობები საჯარო სამსახურში: მარნეულის მუნიციპალიტეტის მაგალითზე);
  • ბარბარე ქველაძე - ციფრული საჯარო სერვისების გავლენა მოქალაქეთა კმაყოფილებაზე საქართველოში;
  • გიორგი გურგუჩიანი - ციფრული წიგნიერება, როგორც ბარიერი საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაში საქართველოში;
  • მარიამ ჩხიტუნიძე  - კეთილდღეობის პოლიტიზირება: სოციალური პოლიტიკის ეფექტურობაზე პოლიტიკური გავლენის ანალიზი საქართველოში;
  • მარიამი ბუკია - მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების პრაქტიკა საქართველოში და მისი გავლენა შერჩეულ სამთავრობო პროგრამებზე;
  • ბელა გურამიშვილი - უწყებათაშორისი კოორდინაციის ხარისხის გავლენა ციფრული მმართველობის დანერგვაზე საქართველოში: ელექტრონული სერვისების მიწოდების ანალიზი (My.GOV.GE-ის მაგალითზე);
  • მარიამ ბურდული - საჯარო მოხელეთა მოტივირების პოლიტიკა და გავლენა მომსახურების ხარისხზე: იუსტიციის სახლის მაგალითზე;
  • სოფო ხუციშვილი - სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მმართველობითი მოდელების შედარებითი ანალიზი საჯარო მმართველობის საბაკალავრო პოგრამების მაგალითზე;
  • ლარისა ალავერდაშვილი - შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტირების გამოწვევები განათლების სფეროს მაგალითზე (ზოგადი განათლების ჭრილში);
  • ზოია გაბრიჭიძე - მუნიციპალურ დონეზე საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის არსებული მექანიზმები და გამოწვევები საქართველოს მაგალითზე;
  • ნინო ქვრივიშვილი - შიდა აუდიტის როლი და გამოწვევები ცენტრალური ხელისუფლების დონეზე საჯარო ფინანსების მართვაში;
  • თათია ხუროშვილი - გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმი საჯარო ფინანსების მართვაში და მათი გამოყენების გამოწვევები საქართველოს მაგალითზე;
  • ალექსანდრე ბალავაძე - საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკა და მისი კავშირი გაეროს მდგრადი გავითარების მიზნებთან;
  • ნუკრი ნიკოლოზიშვილი - საბიუჯეტო პროცესის საპარლამენტო ზედამხედველობა: მექანიზმები და გამოწვევები;
  • ნინო კუსიდი - საჯარო ფინანსების მართვა და მისი გამოწვევები ადგილობრივ დონეზე;
  • თამაზ სახვაძე - საჯარო და კერძო სკოლების საგანმანათლებო შედეგების შედარებითი ანალიზი: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები;
  • თეკლე დიასამიძე - ფისკალური დეცენტრალიზაციის გავლენა მინიციპალიტეტების ფინანსურ დამოუკიდებლობაზე საქართველოში;
  • ანა მიქელაძე - გენდერული ბიუჯეტირების, როგორც კარგი მმართველობის ინსტრუმენტის ინსტიტუციონალიზაცია და მისი გამოწვევები საქართველოში;
  • ელგუჯა ცქიფურიშვილი -ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობა საქართველოში;
  • ნიკოლოზ ქუთათელაძე -თვითმმართველობის განვითარება საქართველოში;
  • სვეტლანა დალივალოვი  - გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების გამოწვევები თბილისში: ტრანსპორტის, მშენებლობისა და ნარჩენების მართვის სექტორების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობები;
  • ელიზაბეტ სასირელი - ციფრული მმართველობის როლი საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაში: ასაკოვანი მოსახლეობის გამოცდილების ანალიზი საქართველოში;
  • გიორგი ჩხეტიანი - თანამშრომელთა მოტივაციის გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე;
  • დიანა ბეჭვაია - ტრანსფორმაციული ლიდერობის გავლენა თანამშრომელთა ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე საქართველოს საჯარო სამსახურებში;
  • გიგლა ხომერიკი - ასოცირების შეთანხმების გავლენა საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სექტორის განვითარებაზე;
  • ნიკოლოზ შუბითიძე - ფისკალური პოლიტიკის გავლენა  ეკონომიკურ ზრადზე საქართველოში;
  • თომა ქურასბედიანი  - ციფრული უნარების დონის გავლენა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაზე.