საჯარო ლექცია თემაზე: როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ბიუჯეტურად

20 June 2025
19 ივნისს,  კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ორგანიზებით ჩატარდ საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ბიუჯეტურად?“ ლექციას გაუძღვ ტურიზმის სკოლის პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი და მოწვეული ლექტორი თორნიკე ფურცელაძე.
 

მოგზაურობის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და აქტუალური კითხვა გახლავთ: როგორ ვიმოგზაუროთ მინიმალური დანახარჯებით ისე, რომ არ შევზღუდოთ ჩვენი გამოცდილება? ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ბიუჯეტური მოგზაურობა უბრალოდ ოცნებაა, მაგრამ სინამდვილეში არსებობს მრავალი ეფექტური სტრატეგია და პრაქტიკული რჩევა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა.
 

ლექციის ფარგლებში განხილული იქნ:
 

• როგორ დავიწყოთ მოგზაურობის დაგეგმვა;
• როგორ ავიცილოთ თავიდან გავრცელებული შეცდომები;
• რომელი საიტები და აპლიკაციებია ყველაზე სასარგებლო ბიუჯეტური
მოგზაურობისთვის;
• როგორია რეალური მაგალითები და გამოცდილებების გაზიარება;

 
ლექციას ესწრებოდნენ ტურიზმის სკოლის სტუდენტები, პროფესორები და სხვა დაინტერესებული პირები.