საჯარო ლექცია თემაზე: „ციფრული მტკიცებულებების მოპოვების სტანდარტები ეროვნულ და საერთაშორისო საგამოძიებო პრაქტიკაში“

11 May 2026

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, 7 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, გაიმართა ქართველი ექსპერტის, საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის მთავარი ინსტრუქტორის - თორნიკე გაჩეჩილაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ციფრული მტკიცებულებების მოპოვების სტანდარტები ეროვნულ და საერთაშორისო საგამოძიებო პრაქტიკაში“.

 

საჯარო ლექცია მოიცავსდა შემდეგ საკითხებს:

 

  1. 1. ანონიმურობის ტექნოლოგიები დაბნელი ქსელი“:

 

  • Dark Web: ბნელი ქსელის არსი, Tor Browser და ანონიმური კომუნიკაცია.
  • ჩაშენებული არალეგალური მარკეტები და მათი მუშაობის პრინციპი.
  • კრიპტოვალუტა: დეცენტრალიზაცია, ტრანზაქციების ანონიმურობა და მათი როლი დანაშაულის დაფინანსებაში.

 

  1. საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკული გამოწვევები ევროპასა და აშშ-ში:

 

  • ბუდაპეშტის კონვენცია: საქართველოს როლი და აღებული ვალდებულებები (2012 წლიდან).
  • საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები: 24/7 ოპერატიული ქსელი და სამართლებრივი ურთიერთდახმარება (MLA).
  • ინტერპოლის ჩართულობა ტრანსსასაზღვრო გამოძიების პროცესში.

 

  1. საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა:

 

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიმოხილვა: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და მონაცემთა ხელყოფა (მუხლები 284-286).
  • საქართველოში გავრცელებული კიბერ-შეტევების ტიპები: ფიშინგი (Phishing), ქარდინგი (Carding) და DDoS შეტევები.

 

  1. გამოძიების მეთოდიკა და ციფრული ექსპერტიზა:

 

  • ციფრული მტკიცებულებები: იდენტიფიცირება, მოპოვება და ფიქსაცია (FTK Imager და სხვა ინსტრუმენტები).
  • კრიპტო-გამოძიება: ბლოკჩეინ-ტრანზაქციების მონიტორინგი და საფულეების იდენტიფიცირება.
  • მტკიცებულების უწყვეტობის ჯაჭვის (Chain of Custody) მნიშვნელობა სასამართლო პროცესში.

 

შეხვედრა გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.