საჯარო ლექცია თემაზე - „შაკიკის მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდები“

26 June 2026

კავკასიის მედიცინის სკოლის ორგანიზებით, 20 ივნისს, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „შაკიკის მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდები“. 

 

ლექციას წარუძღვა - მედიცინის სკოლის მოწვეული ლექტორი, მარიამ ვაშაკიძე. 

 

შეხედრაზე განხილული იყო თავის ტკივილის, როგორც ყველაზე ხშირი ნევროლოგიური სიმპტომის, კლასიფიკაციისა და შაკიკის მართვის მოქმედი გაიდლაინები და სამედიცინო შემთხვევები. ასევე, 2026 წლის მაისში, ჩინეთისა და საერთაშორისო თავის ტკივილის საზოგადოებების ერთობლივ კონფერენციაზე წარდგენილი თანამედროვე მიდგომები და სამომავლოდ დაგეგმილი კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს მკურნალობის ოპტიმიზაციასა და ეფექტურობის გაზრდას.

 

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.