საჯარო ლექცია თემაზე- უნდა შემოიღოს თუ არა საქართველომ ტურიზმის გადასახადი? საერთაშორისო პრაქტიკისა და ეკონომიკური შედეგების შეფასება

20 June 2026

19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „უნდა შემოიღოს თუ არა საქართველომ ტურიზმის გადასახადი? საერთაშორისო პრაქტიკისა და ეკონომიკური შედეგების შეფასება“.

ლექცია კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის აფილირებულმა პროფესორმა გიორგი ბრეგაძემ ჩაატარა.



შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებელმა განიხილა ტურიზმის გადასახადის არსი და დანიშნულება, მისი გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და მიღებული შედეგები. ლექციის მსვლელობისას ასევე გაანალიზდა ტურიზმის გადასახადის შესაძლო ეკონომიკური ეფექტები, მათ შორის მისი გავლენა ტურისტულ მოთხოვნაზე, ტურიზმის სექტორის კონკურენტუნარიანობაზე, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლებზე, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და დანიშნულების ადგილების განვითარების დაფინანსებაზე.



განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს კონტექსტს და იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც ტურიზმის გადასახადის შესაძლო დანერგვას შეიძლება უკავშირდებოდეს.



ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, საჯარო სექტორში დასაქმებული პირები და თემით დაინტერესებული სხვა მსმენელები. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.