26 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის სამინისტროს, როგორც პოტენციური დამსაქმებლის გაცნობა და სტაჟირების, პრაქტიკისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები და საქმიანობის სპეციფიკა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
