8 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე გაიმართა საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი 2025“-ის ფინალი.
საფინალო შეხვედრა გახსნა გიორგი ნიშნიანიძის მამამ, მამუკა ნიშნიანიძემ. ტურნირი ეძღვნება გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) ხსოვნას და ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების მონაწილეობით.
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდი „828“.
მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდმა „RASIDZAXI“, ხოლო მესამე ადგილი – კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (CSA) გუნდმა „PANENKA“.
ფინალის შედეგად გამოვლინდა:
საუკეთესო ფეხბურთელი – ლუკა გოგიტიძე (CSB „828“)
საუკეთესო მეკარე – ცოტნე მატუა (CSB „828“)
გუნდის კაპიტნებს საჩუქრად გადაეცათ ვაუჩერები სპორტული დანამატების მაღაზია „გოლიათისგან”:
I ადგილი – 150 ლარი
II ადგილი – 100 ლარი
III ადგილი – 50 ლარი
გარდა ამისა, სპორტულმა დარბაზმა „ჩემპიონთა აკადემიამ“ საუკეთესო ფეხბურთელსა და საუკეთესო მეკარეს გადასცა ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტები.
ჩემპიონატის სპონსორები იყვნენ: Sandora Georgia, Red Bull, ჩემპიონთა აკადემია, goliati.ge.