4 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, ჩატარდა მართლწერის ვიქტორინა აბიტურიენტებისათვის.
კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ენის ეკოლოგიაზე ზრუნვაა, შესაბამისად, მოვიწვიეთ უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების მსურველი აბიტურიენტები მართლწერის ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად.
აბიტურიენტებმა სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პროგრამაში მონიშნეს ორთოგრაფიულად მართებული ფორმები.
შეფასების კრიტერიუმები იყო საჯარო და მყისიერ შეფასებაზე ორიენტირებული.
გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები:
- I ადგილი - სანდრო ბაშარული (2000 ლარი);
- II ადგილი - მარიამ ქადაგიშვილი (1500 ლარი);
- III ადგილი - სოფიო ფანჯარაშვილი (1000 ლარი).
ყველა მონაწილეს გადაეცა კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატი.
