,,სტუდ-ფესტ 2024'' - დაჯილდოება

28 June 2024

27 ივნისს, „სტუდ-ფესტი 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს გადასცეს პრიზები შემდეგ მიმდინარეობებში:

 

  • თანამედროვე ცეკვები - მესამე ადგილი;
  • მინი ფეხბურთი - მესამე ადგილი;
  • ნომინაცია საუკეთესო ქალი მსახიობი.

 

ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. 

 

ჩემპიონატები ორგანიზებული იყო სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ.

 

„სტუდფესტი 2024“ ჩატარდა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით.