ტურიზმის სკოლის სტუდენტების სასწავლო ტური ისტორიულ მესხეთში

17 June 2026

14 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა სასწავლო ტური ისტორიულ მესხეთში, რომელსაც უძღვებოდა ტურიზმის სკოლის პროფესორი ლევან წიქარიშვილი.

 

ტურის მთავარ სანახაობას წარმოადგენდა ჯავახეთი, ჯავახეთის ზეგანი და აქ მდებარე ტურისტული დანიშნულების ადგილები. სტუდენტებმა მოინახულეს ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი და გაეცნენ მონასტერში დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს; დააკვირდნენ ფარავნის და საღამოს ტბებზე მობინადრე ფრინველებს; გაეცნენ სოფელ გორელოვკაში მცხოვრებ დუხობორთა კულტურას და მათ განსხვავებულ წეს-ჩვეულებებს; ბოლო დანიშნულების ადგილს კი სოფელ საროს წინაქრისტიანული მეგალითური კომპლექსი წარმოადგენდა, საიდანაც იშლება ვრცელი პანორამა მდინარე მტკვრის ხობაზე.

 

დღის ბოლოს სოფელ ჭობარეთში, ტრადიციულ მესხურ სახლში, მოეწყო მესხური სამზარეულოს მასტერკლასები. მასპინძლებმა სტუდენტებს გააცნეს მესხური კერძების დამზადების თავისებურებები, სადაც სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. ასევე, მოეწყო მესხური ტენილი ყველის დამზადების მასტერკლასი, მესხური ტრადიციული ცოცხალი მუსიკის ფონზე.

 

კავკასიის ტურიზმის სკოლა, მომავალშიც გეგმავს მსგავს ღონისძიებებს, რათა ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს ჰქონდეთ მეტი პრაქტიკული ცოდნა საქართველოს სხვადასხვა ტურისტული დანიშნულების ადგილებზე.