თენგიზ ვერულავას ნაშრომი სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

29 May 2025

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Polish Annals of Medicine გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის და აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ერთობლივი კვლევის შედეგები “Assessment of right ventricular function in healthy people using tissue Doppler imaging”.

 

ნაშრომის ავტორები არიან:

 

  • სოფიო უნგიაძე - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • მიხეილ წვერავა - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პოლიპროფილური საკონსულტაციო კლინიკის მთავარი თერაპევტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი;
  • თენგიზ ვერულავა - მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

სტატიის ბმული

 

ჟურნალი Polish Annals of Medicine ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

რეზიუმე:

 

სულ უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება მარჯვენა პარკუჭის უნიკალური ფუნქციის, ადაპტაციისა და კომპენსატორული როლის შესახებ. ექოკარდიოგრაფია, სავარაუდოდ, საწყის ეტაპზე სწრაფი დიაგნოზისა და მკურნალობის შეფასების საშუალებას იძლევა. კვლევის მიზანი იყო ჯანმრთელ პირებში მარჯვენა პარკუჭის სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლების შეფასება.

 

კვლევაში მონაწილეობდა 185 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი 16-დან 85 წლამდე. კვლევაში მონაწილე ყველა პირს ჩაუტარდა ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა სტანდარტული მეთოდის გამოყენებით. კვლევამ აჩვენა მარჯვენა პარკუჭის დიასტოლური ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების მნიშვნელობა, კერძოდ, ადრეული დიასტოლური მიოკარდიუმის რელაქსაცია ასაკთან ერთად მცირდება, რაც წინაგულების შეკუმშვის გაზრდას იწვევს. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ კლინიკურ პრაქტიკაში მარჯვენა პარკუჭის ფუნქციის Tissue Doppler Imaging (TDI) ანალიზისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის ასაკი.