კავკასიის მედიის სკოლა საერთაშორისო კვლევითი პროექტის -"Worlds of Journalism Study"- ის ნაწილი გახდა

2 November 2026

გლობალური კვლევით პროექტი მსოფლიოს 75 ქვეყანაში ჟურნალისტიკის განვითარებასა და ცვალებად მედიაგარემოს 2011 წლიდან სწავლობს. საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფის ინტერესის სფეროა ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა, ღირებულებები და სტანდარტები; მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა; სამუშაო პირობები; პროფესიასთან დაკავშირებული სხვადასხვა შესაძლებლობა და გამოწვევები.

 

კვლევის ფარგლებში კავკასიის მედიის სკოლის მკვლევრები ჟურნალისტიკისა და მედიის შემსწავლელ მეცნიერთა ავტორიტეტულ გლობალურ ქსელში ჩაერთვებიან და საკუთარ წვლილს შეიტანენ ჟურნალისტური პროფესიის შესახებ ცოდნის გენერირებაში. ასევე, მათ მიეცემათ კვლევის მონაცემებზე წვდომისა და ერთობლივ კომპარატივისტურ კვლევებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

 

წლების მანძილზე აღნიშნული პროექტის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომია გამოქვეყნებული.

 

პროექტის ვებ-გვერდი.