ტრენინგი თემაზე Ebsco-ს სამეცნიერო ბაზების გამოყენება

16 May 2025

16 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „Ebsco-ს სამეცნიერო ბაზების გამოყენება“, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინფორმირებულობის გაზრდა Ebsco-ს პლატფორმების შესაძლებლობებისა და მათი ეფექტური გამოყენების შესახებ.

 

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ ასპექტებს, რომლებიც დაეხმარება მათ უკეთ გავეცნოთ Ebsco-ს ბაზების ფუნქციონირებას და გამოიყენონ მისი სრული პოტენციალი.

 

ტრენინგს უძღვებოდა Innovative Systems Management-ის დირექტორი, ნანა ხუსკივაძე, მან ტრენინგის მონაწილეებს გააცნო Ebsco-ს პლატფორმების ძირითადი მახასიათებლები და მათი უპირატესობები როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული კვლევებისათვის. ტრენინგის განმავლობაში ნაჩვენები იყო მიმდინარე სიახლეები ,რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს და მეცნიერებს კვლევითი პროცესების გაძლიერებაში და შედეგების მიღწევაში. განსაკუთრებით აღინიშნა Ebsco-ს ინტერფეისი, რომელიც მარტივი და მოსახერხებელია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმად აქცევს მსოფლიოს მასშტაბით.

 

ტრენინგში მონაწილეობდნენ როგორც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

 

შეგახსენებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პერსონალს აქვთ წვდომა Ebsco-ს პლატფორმებზე როგორც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ასევე დისტანციურად. გარე წვდომის შესახებ დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.