წიგნის “ირანი - გონების იმპერია” პრეზენტაცია

26 November 2026

25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წიგნის - “ირანი - გონების იმპერია” - პრეზენტაცია.

 

აღნიშნული წიგნი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობამ თარგმნა და გამოსცა, წარმოადგენს ბრიტანელი აკადემიკოსის, მწერლისა და კომენტატორის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სამინისტროს ირანის განყოფილების ხელმძღვანელის (1998-2000 წლებში) მაიკლ ჯორჯ ენდრიუ აქსუორთის ნაშრომს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის, რთული ისტორიისა და თანამედროვეობის მქონე ქვეყნის - ირანის შესახებ.

 

შეხვედრა გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, რომელმაც აღნიშნნა, რომ ირანის ისტორიის არაერთი წიგნი არსებობს, მათ შორის ძალიან სახელოვანი და ტიტულიანი ავტორებისა და ისტორიკოსების, თუმცა ობიექტურობის შენარჩუნება ძნელია, როდესაც ავტორი მშობლიურ ქვეყანაზე წერს, ამიტომ შეირჩა იმ უცხოელი ავტორის ნაწარმოები, რომელმაც ეს ისტორია „გარედან“ შეაფასა და შესაბამისად, მაქსიმალურად ობიექტური იყო თავის მოსაზრებებში.

 

უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გამოსაცემად მზადდება კიდევ ორი წიგნი - “ოსმალეთის იმპერიის ისტორია” და “თურქეთის რესპუბლიკის ისტორია”, და იგეგმება სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და რუსეთის ისტორიის წიგნების თარგმნა და გამოცემა.

 

ბატონმა კახამ მადლობა გადაუხადა წიგნზე მომუშავე ჯგუფს: მთარგმნელს, რედაქტორებს და გულთბილად მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ: საქართველოს ყოფილი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ბატონ ლევან ასათიანი; გიორგი წერეთელის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი გიორგი სანიკიძე; ქართული წარმომავლობის ირანელი ისტორიკოსი და ქართველოლოგი, ბატონი საიდ (გიორგი) მულიანი; ფერეიდნელი ქართველები და სხვა საპატიო სტუმრები, რომლებიც ასევე გამოვიდნენ სიტყვით, მადლობა გადაუხადეს კავკასიის უნივერსიტეტს ამ წამოწყებისთვის და მიესალმნენ დასწრე საზოგადოებას.