ვალერი თელიას სახელობის კავკასიის უნივერსიტეტის ნარდის ჩემპიონატი 2025

29 May 2025

28 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში „ვალერი თელიას სახელობის კავკასიის უნივერსიტეტის ნარდის ჩემპიონატი“ ჩატარდა.

 

ჩემპიონატში, კავკასიის უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტმა და თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

დაძაბული და ემოციური მატჩების შემდეგ, გამარჯვებულები ვალერი თელიას ოჯახის წევრებმა დააჯილდოვეს.

 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

  • I ადგილი - მამუკა ქვარცხავა;
  • II ადგილი - აკაკი მანჯავიძე (კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა);
  • III ადგილი - ტატო ბიბილეიშვილი.

 

გამარჯვებულს ჩემპიონატის სახელობითი ნარდი და გარდამავალი თასი გადაეცა.

 

საპრიზო ადგილზე გასულ სამივე მონაწილეს CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები, კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული ნივთები და ჩემპიონატის სპონსორების - ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდი „COSMO“-სა და გამომცემლობა „ინტელექტის“ საჩუქრები გადაეცათ.

 

ჩემპიონატის მხარდამჭერმა, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციამ, ტურნირის ფარგლებში ვიქტორინა გამართა. ვიქტორინის გამარჯვებული, მიშა ბარამიძე, სპეციალური საჩუქრით დაჯილდოვდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, სპონსორსა და მხარდამჭერს ჩართულობისთვის.