ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ვიზიტი სტუდენტებთან

28 June 2024

ევროკავშირზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, კავკასიის უნივერსიტეტში ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა შეხვედრა ჩაატარეს.

 

სტუდენტებმა ითამაშეს სამაგიდო თამაში “ევროპული გზა”, რომლითაც უკეთესად გაეცნენ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობასა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის საშუალებით ეძლევა.

 

სამაგიდო თამაშში გამარჯვებულებს კი ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.