ვორკშოპი ფსიქოლოგიის სტუდენტების მონაწილეობით

19 November 2024

13 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ასოციაცია "ანიკამ" გამართა ვორკშოპი თემაზე "ცხოვრება სხვა პერსპექტივიდან - შშმ პირები საზოგადოებაში: გამოწვევები და შესაძლებლობები".

 

ვორკშოპის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ შშმ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებს და მათ საჭიროებებს. განიხილეს რეალური ქეისები და იმსჯელეს გამოსავალზე.

 

სიმულაციური აქტივობების გზით სტუდენტებმა ასევე გამოცადეს ის სირთულეები, რასაც შშმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. სტუდენტების ინტერესიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ შეხვედრები გაგრძელდება, როგორც კავკასიის უნივერსიტეტში, ისე ასოციაციაში, სადაც სტუდენტებს ექნებათ შშმ პირებთან ურთიერთობის  შესაძლებლობა.

 

აღნიშნული ვორკშოპი ჩატარდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტსა და ასოციაცია "ანიკა"-ს აკავშირებს.