MSc პროგრამის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

14 November 2019
8 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, MSc პროგრამის ორი სტუდენტის, თინათინ გოგაშვილის და ხატია გოგოლაძის  სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. 
 
თინათინ გოგაშვილმა წარადგინა ნაშრომი თემაზე - "შერჩევის პროცესის ევოლუციურ-ინოვაციური ასპექტები თანამედროვე მენეჯმენტში (თაობების განვითარების ჭრილში) ", ხოლო ხატია გოგოლაძემ თემაზე - "სოციალური მეწარმეობის განვითარების მდგომარეობა საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები ".
 
სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები - ელენე ჯღარკავა, დავით წიკლაური, ნინო ანდრიაძე, ნუგზარ სხირტლაძე და თემის ხელმძღვანელები - ლილი ბიბილაშვილი და იზა გიგაური.