თენგიზ ვერულავას და თინათინ ცაავას ნაშრომი რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

24 February 2026

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „ეკონომისტი“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის „ფარმაცევტული მარკეტინგის გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე: ეთიკური გამოწვევები და რეგულირების პერსპექტივები“ შედეგები.

 

ნაშრომის ავტორები არიან: კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი თენგიზ ვერულავა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი თინათინ ცაავა.

 

სტატიის ბმული.

 

ჟურნალი „ეკონომისტი“ ინდექსირებულია ERIHPLUS საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

თენგიზ ვერულავა, თინათინ ცაავა (2025). ფარმაცევტული მარკეტინგის გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე: ეთიკური გამოწვევები და რეგულირების პერსპექტივები. ეკონომისტი. 21(4):101-122.

 

რეზიუმე:

 

ნაშრომი იკვლევს ფარმაცევტული მარკეტინგის გავლენას ჯანდაცვის სისტემაზე და ყურადღებას ამახვილებს მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელების რისკებზე, რაც პაციენტების უსაფრთხოებას, მედიკამენტების რაციონალურ გამოყენებასა და ჯანდაცვის ხარჯებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. წარმოდგენილია სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკის – გაყიდვების წარმომადგენლებთან ურთიერთობის, ექიმების ფინანსური დაინტერესების, აზრის ლიდერების გამოყენების, პირდაპირი რეკლამისა და ფარული პრომოციის – ანალიზი და მათი ზემოქმედება დანიშვნის პრაქტიკასა და ჯანდაცვის პოლიტიკაზე. ნაშრომი მიმოიხილავს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული რეგულაციების გამოცდილებას, მათ შორის ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოებსა და საქართველოს რეგულაციებს. გამოვლენილია მარეგულირებელი მექანიზმების სისუსტეები და აღსრულების ხარვეზები. წარმოდგენილია რეკომენდაციები სახელმწიფო ზედამხედველობის გაძლიერების, გამჭვირვალობის გაზრდის, დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ეთიკური სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და მედიკამენტების რაციონალური გამოყენების უზრუნველსაყოფად.

 

ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრი.